თავი მეორე:მოდა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ვაგრძელებ სტატიების წერას.იმედია გააქტიურდებით!

როგორც მოგეხსენებათ,საქართველოში მოდას  და მოდელებს ყურადღებას არავინ აქცევს.ბევრი სტატია მინახავს,სადაც წერია მოდელების ურთიერთობა სამოდელო სააგენტოს უფროსებთან.ისინი ხშირად წერენ,რომ ყველა ფულს გვთხოვს,ყველანი ჩვენით მდიდრდებიან და ა.შ. მე ვფიქრობ,რომ ეს არ არის სწორი.ყველას რომ ჰგონიათ,რომ არ არსებობს მოდა საქართველოში,ამის გამო მიიჩნევენ საქართველოს მოდის უკანასკნელ ქვეყნად.მოკლედ გადავდივარ მოდის სხვადასხვა სტატიების შეფასებებზე.

#1.“ როგორ გავხდეთ მოდელი ?“ (წყარო angel.ge)

ამ სტატიის მთავარი თემაა,რომ ყველას გააცნობიეროს,თუ რას ნიშნავს იყო მოდელი.აქ ბევრი რამ წერია მოდელების შესახებ,მათ გადატვირთულ გრაფიკებზე და ა.შ. ისინი  ამ ყველაფერს ახასიათებენ უარყოფითათ.მე პირიქით ვფიქრობ.ეს არ არის ცუდი პროფესია.უბრალოდ საქართველოში რთულია რომ გახდე მოდელი(ალბათ იცით თუ რას მოითხოვს ეს პროფესია).მაგრამ თქვენ თუ გსურთ რომ გახდეთ მოდელი,ამაში პრობლემა არაფერია.რა იცით რა ხდება 5,3 ან 2 წელიწადში.იქნებ საქართველოში მიაქცევენ ყურადღებას მოდას და მოდელებს?!

#2 „10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

ამ სტატიის მიხედვით,მე ვხვდები,რომ მოდელობა ყველაზე ცუდი პროფესიაა მთელს მსოფლიოში(რავიცი ზოგი ასე ფიქრობს).მე კი ვფიქრობ,შეუძლებელი არაფერია,მთავარი მოინდომოთ და თქვენ აუცილებლად დააკმაყოფილებთ საჭირო კრიტერიუმებს.

#3.“ Victoria’s Secret-ის მოდელის მოთხოვნები

ალბათ ყველამ იცის,თუ რას ეფუძნება Victoria’s Secret-ის ბრენდი.ყველას გოგონას სურს რომ გახდეს ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი(ამ გოგონებში მეც შევდივარ).მაგრამ არ იციან თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი.მირანდა კერი წერს,რომ ხშირად ღამის 4 საათამდე გვიწევს მუშაობაო.თუ გეგმავთ,რომ გახდეთ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი,მაშინ მოემზადეთ სირთულეების გადასახალავად.მთავარი შრომისმოყვარეობა და შრომისუნარიანობაა.ამ ყველაფერს თუ გამოიმუშავებთ,აუცილებლად კარგი შედეგი სახეზე იქნება.წარმატებები ყველას,ვინც ამ გზაზე დადგომას აპირებს ან დამდგარი თუ არის.

პირადად მე ძალიან მინდა გავხდე მოდელი,მაგრამ ჯერ მინდა, რომ ჩემს დასახულ მიზანს მივაღწიო ჭადრაკში,და მერე რა იცით რა ხდება!

P.S.ძალიან მინდა ყველას დაგეხმაროთ და იმედია ჩემი სტატია ბევრ გამოგადგებათ!

 

Posted in Uncategorized | 2 Comments

თავი პირველი:თინეიჯერების აზრები.

მოკლედ გადავწყვიტე რომ გავხდე ბლოგერი.ამის მიზეზი იყო ჩემი ინტერესი ყველაფრისადმი.ყველაფერი მაინტერესებს,მიყვარს გუგლში ჩემთვის მნიშვნელოვან საგანზე ინფორმაციების მოძიება.ეს ინფორმაციები დავაგროვე და ვიწყებ ჩემი ბლოგის წერას.

ამ თავის წერა გადამაწყვეტინა თინეიჯერების ცხოვრების კითხვამ.მე თვითონ გახლავართ 11 წლის.ჯერ არ ვარ თინეიჯერი,იმედია არ ვიქნები „ისეთი“ როგორიც სხვა თინეიჯერები არიან.ისინი წერენ რომ არიან დეპრესიულები,არავის აზრის მოსმენა სურთ(არც მშობლების),ჰგონიათ რომ ყველა მათ უარყოფითს ეუბნებიან.სინამდვილეში ეს ასე არ არის.პირიკით სინამდვილეში ჩვენს მშობლებს სურთ ჩვენთვის ყველაფერი კარგი.უნდათ რომ საამაყო პიროვნება აღგვზარდონ.უნდათ განათლებულები,დაფასებულები და ღირსეულები გამოვიდეთ.მათ ჩვენთვის ყველაფერი კარგი უნდათ.მეტს აღარ დავამატებ და საქმეზე გადავალ.

მაგალითად ავიღოთ სტატია „გაუმკლავდით საკუთარ კომპლექსებს“(წყარო marao.ge თინეიჯერები 13-19). ბევრ თინეიჯერს(და არა მარტო თინეიჯერს)აწუხებთ პრობლემები კომპლექსთან დაკავშირებით.ხანდახან ჰგონიათ,რომ ისინი სხვებთან შედარებით შეუხედავები არიან.არა აქვთ ისეთი ტანი როგორიც ტოპ-მოდელებს ან თუნდაც მათ მეგობრებს.ამის გამო აქვთ ხშირად დეპრესიები,სძულდებათ საკუთარი თავი.ჩემი რჩევა იქნება:თუ გინდათ რომ კარგი ტანი გქონდეთ,ივარჯიშეთ ბევრი,ირბინეთ და ა.შ ( მე პირადად სინდი კროუფორდის ვარჯიშებს ვარჩევ.2). თუ „ტანწერწეტა“ ტანი ღმერთმა არ გიბოძათ,არ იდარდოთ მაგაზე.ყველა ტოპ-მოდელი ვერ იქნება.შეეგუეთ როგორიც ხართ.დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილას.არ მიაქციოთ სხვებს ყურადღება და შედეგი შესანიშნავი იქნება.აღარ იქნებით დეპრესიულიბი და ცხოვრება თქვენთვის „გავარდისფერდება“ J

 გადავიდეთ შემდეგ სტატიაზე (ამ სტატიების წყარო ჯერ-ჯერობით marao.ge იქნება)“როგორ ვაკონტროლოთ თავი გარდატეხის ასაკში?“ პირველ რიგში უნდა მართოთ საკუთარი აზრები და ფიქრები.არ უნდა იდარდოთ თუ თქვენი მეგობრები პოპულარულებია არიან სკოლაში/კლასში. ან  თუ „ფულიანები“ არიან.ეს არ არის ადამიანების დახასიათების პირველი თვისება.ეს ყოველთვის დგას ბოლო პლანზე.მთავარი უნდა გახსოვდეთ,მხოლოდ საჭიროა მიზნის დასახვა.თუ მონდომებულები იქნებით და თქვენს გეგმას ზედმიწევნით მიყვებით,თქვენ გჯეროდეთ რომ ძალიან წარმატებულები გახდებით.არ იქნებით მამიკოზე ან დედიკოზე დამოკიდებული.გეცოდინებათ რა არის ფული ფასი.ზოგმა „ფულიანმა“ არც კი იცის რა შრომის ფასად მიაღწია მისმა მშობლებმა ამდენს რომ კარგი ცხოვრება ჰქონოდა და არაფერი დაკლებოდა.ამაზე ფიქრის მაგივრად,მშობლების ფულებს რაში არ ხარჯავენ.ახლა კი გეტყვით რომ მხოლოდ და მხოლოდ გჯეროდეთ თქვენი თავის და ყველაფერი კარგათ იქნება. J

  შემდეგი სტატია „დეპრესია გარდატეხის ასაკში“. ბევრს აქვს დეპრესია  გარდატეხით ასაკში.თემის დასაწყისში რომ ავღნიშნე,არ სურთ არავის მოსმენა.ჰგონიათ რომ ყველა ცუდს ურჩევს(განსაკუთრებით მშობლები),ჰგონიათ რომ მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგაა განწყობილი.ამას რომ შევეეწინაღმდგოთ,პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რას ვაკეთებთ.იქნებ გულს ვტკენთ მშობლებს?! მათ ხომ უნდათ ჩვენთვის ყველაფერი კარგი? ისინი ცდილობენ რომ მზრუნველობა არ დაგგვაკლონ და ჩვენ ამას ხელს ვკრავთ.ეს ნამდვილად არასწორი საქციელია. მე გირჩევთ რომ მოუსმინოთ მშობლებს,იქნებ რაიმე სასაგერბლოს გირჩევთ? თუ არ მოგწონთ მათი აზრი უბრალოდ არ აგრძნობინოთ და ასე რომ ვთქვა „გაატარეთ“. თქვენც აღარ იქნებით დეპრესიულები და თქვენი მშობლები უფრო გაბედნიერდებიან.

 იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი სტატია.მინდა ბევრს დავეხმარო ჩემი სიტყვებით.ერთსაც რომ დავეხმარო ძალიან ბედნიერი ვიქნები. J

 Image

Posted in Uncategorized | 2 Comments

გამარჯობათ!

ეს არის ჩემი ახალი ბლოგი.მე ლილე ქორიძე ვარ.11 წლის.ვცხოვრობ თბილისში.იმედია მოგეწონებათ ჩემი დადებული ბლოგები.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი