თავი მეორე:მოდა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ვაგრძელებ სტატიების წერას.იმედია გააქტიურდებით!

როგორც მოგეხსენებათ,საქართველოში მოდას  და მოდელებს ყურადღებას არავინ აქცევს.ბევრი სტატია მინახავს,სადაც წერია მოდელების ურთიერთობა სამოდელო სააგენტოს უფროსებთან.ისინი ხშირად წერენ,რომ ყველა ფულს გვთხოვს,ყველანი ჩვენით მდიდრდებიან და ა.შ. მე ვფიქრობ,რომ ეს არ არის სწორი.ყველას რომ ჰგონიათ,რომ არ არსებობს მოდა საქართველოში,ამის გამო მიიჩნევენ საქართველოს მოდის უკანასკნელ ქვეყნად.მოკლედ გადავდივარ მოდის სხვადასხვა სტატიების შეფასებებზე.

#1.“ როგორ გავხდეთ მოდელი ?“ (წყარო angel.ge)

ამ სტატიის მთავარი თემაა,რომ ყველას გააცნობიეროს,თუ რას ნიშნავს იყო მოდელი.აქ ბევრი რამ წერია მოდელების შესახებ,მათ გადატვირთულ გრაფიკებზე და ა.შ. ისინი  ამ ყველაფერს ახასიათებენ უარყოფითათ.მე პირიქით ვფიქრობ.ეს არ არის ცუდი პროფესია.უბრალოდ საქართველოში რთულია რომ გახდე მოდელი(ალბათ იცით თუ რას მოითხოვს ეს პროფესია).მაგრამ თქვენ თუ გსურთ რომ გახდეთ მოდელი,ამაში პრობლემა არაფერია.რა იცით რა ხდება 5,3 ან 2 წელიწადში.იქნებ საქართველოში მიაქცევენ ყურადღებას მოდას და მოდელებს?!

#2 „10 რამ, რაც არ იცით მოდელების შესახებ

ამ სტატიის მიხედვით,მე ვხვდები,რომ მოდელობა ყველაზე ცუდი პროფესიაა მთელს მსოფლიოში(რავიცი ზოგი ასე ფიქრობს).მე კი ვფიქრობ,შეუძლებელი არაფერია,მთავარი მოინდომოთ და თქვენ აუცილებლად დააკმაყოფილებთ საჭირო კრიტერიუმებს.

#3.“ Victoria’s Secret-ის მოდელის მოთხოვნები

ალბათ ყველამ იცის,თუ რას ეფუძნება Victoria’s Secret-ის ბრენდი.ყველას გოგონას სურს რომ გახდეს ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი(ამ გოგონებში მეც შევდივარ).მაგრამ არ იციან თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი.მირანდა კერი წერს,რომ ხშირად ღამის 4 საათამდე გვიწევს მუშაობაო.თუ გეგმავთ,რომ გახდეთ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი,მაშინ მოემზადეთ სირთულეების გადასახალავად.მთავარი შრომისმოყვარეობა და შრომისუნარიანობაა.ამ ყველაფერს თუ გამოიმუშავებთ,აუცილებლად კარგი შედეგი სახეზე იქნება.წარმატებები ყველას,ვინც ამ გზაზე დადგომას აპირებს ან დამდგარი თუ არის.

პირადად მე ძალიან მინდა გავხდე მოდელი,მაგრამ ჯერ მინდა, რომ ჩემს დასახულ მიზანს მივაღწიო ჭადრაკში,და მერე რა იცით რა ხდება!

P.S.ძალიან მინდა ყველას დაგეხმაროთ და იმედია ჩემი სტატია ბევრ გამოგადგებათ!

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to თავი მეორე:მოდა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.

  1. i ♥ u ამბობს:

    getanxmebi . magram saqzartveloshi moda dzalian dabal donezea da amas veravin gaeqceva es asea

დატოვე კომენტარი